გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის პოზიციაზე ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა რეგიონში ვითარების ახალი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, თუმცა შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება იხილოს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები დამწუხრებულია თავდასხმის შედეგად დაკარგული სიცოცხლის გამო.

ბლინკენის განცხადებით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და არსებობს ყველა მითითება იმაზე, რომ რაკეტა "ჰეზბოლას" გაშვებული იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელმაც მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„სამოქალაქო პირები და განსაკუთრებით ბავშვები არ უნდა ატარებდნენ საზარელი ძალადობის ტვირთს“,- განაცხადა გუტერეშმა.

ასევე, სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ისრაელელი ხალხის მისამართით სამძიმარი გამოთქვა და მომხდარი შეაფასა როგორც „სასტიკი თავდასხმა ჰეზბოლას მხრიდან".

ცნობისთვის, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ და პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს