პაატა მანჯგალაძე - მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ - უკვე აღარ კითხულობენ: „გვეშველება რამე?“ პირდაპირ ამბობენ: „ხომ ვიმარჯვებთ?“ - დიახ, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას!

მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი გამოტანილი აქვთ. ალბათ, ყველაზე რეკორდულად მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს შესაძლოა, მაქსიმუმ, 60%-იანი მხარდაჭერის უფლება მისცეს, ისიც ოცნებებში და ფანტაზიებში.

„ჩვენ მოვიარეთ რეგიონები. 3 დღის განმავლობაში 6-ზე მეტ ქალაქში ვიყავით და ფაქტობრივად, მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ. უკვე აღარ კითხულობენ - „გვეშველება რამე?“ პირდაპირ ამბობენ - „ხომ ვიმარჯვებთ?“ დიახ, ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას და ვიმარჯვებთ ერთიანობით.

ალბათ, ყველაზე რეკორდული, მინიმალური ნდობა აქვს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მე ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. ფაქტობრივად, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს