ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის მისიის ფარგლებში GCCA-ის საქმიანობა დადებითად შეფასდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, დადებითი შეფასება და რეკომენდაციები მიიღო.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-სა და TAIEX-ს შორის გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ქართული კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TAIEX-ის ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა GCCA-ის, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე. მათ შორის, ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და ადვოკატირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონცენტრაციების კონტროლის პროცესში GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებზე.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სრულყოფისა და ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან უფრო მეტად აპროქსიმაციის მიზნით, TAIEX-ის ექსპერტების მიერ GCCA-ის მიმართ რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა. კერძოდ, სახელმწიფო დახმარებების კონტროლის მექანიზმების დახვეწის, ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით ჯარიმის გამოყენების სახელმძღვანელო მითითებების განახლების და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების, სახელმძღვანელო წესების შემუშავების მიმართებით.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, 60%-ს შეადგენდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება