მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი - მათ გამოუცხადეს ცივი ომი ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ, რაც დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს ცივი ომი გამოუცხადა.

„ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას - გვეშველება რამე? დავრჩებით თუ ყველანი უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან? გააყალბებენ თუ არა არჩევნებს და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ? თვეში ერთხელ მეძლევა საშუალება მოგმართოთ, საკმაოდ ცუდი გამოსახულებით და არც თუ ისე გამართული ხმით, გისოსების მიღმა, მაგრამ ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას. ივანიშვილი და მისი ამფსონები, პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. ომი მოაქვთ მათ! მათ გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს გაგვიჩაღებენ ომს და გაანადგურებენ საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს ან მონობა, ან ომი და სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას. არა მონობას! - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის