კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები დაათვალიერა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები დაათვალიერა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში სინუიჯუსა და ჩინეთთან მოსაზღვრე სხვა რაიონებში მოვიდა, 5000-მდე ადამიანი დააზარალა.

საევაკუაციო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართულები, რომლებმაც 10 თვითმფრინავის გამოყენებით ორგანიზებული დაახლოებით 20 რეისის საშუალებით 4200 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედროები საევაკუაციო პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის შეაქო, თუმცა გააკრიტიკა ჩინოვნიკები არასაკმარისი მომზადების გამო, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება