დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ინიციატივით და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში 10 ქალაქის - ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის, ლენტეხის, ქუთაისის, ტყიბულის, თეთრიწყაროს და მარნეულის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

„გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში (50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ, 70კგ, 73კგ, 81კგ და აბსოლუტური) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 300ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი გადაეცა.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება