ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) 1/4 ფინალში, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა.

ის რეპეშაჟში გადაინაცვლებს, სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება.

ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა, მერვედფინალში კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვა დაამარცხა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება