„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა - უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „27 ივლისს დანიის მთავრობის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), პარტიების მონაწილეობით, წალენჯიხაში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი" მოაწყო, სადაც პარტიები მოქალაქეებს თავის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ“.

„სინადვილეში, ეს არის უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო პარტიული აგიტაციის წარმოება და სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია.

აღსანიშნავია, რომ ამ ენჯეოს 9 წევრიდან 3-მა დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე ირინე კურტანიძემ და თამარ ჯოლოხავამ - ოფიციალურად განაცხადეს, რომ პოლიტიკაში არიან და მამუკა ხაზარაძეს შეუერთდნენ. პარტიულ აგიტაციასთან ერთად, ამ ღონისძიების ფორმატი და გრაფიკი, აჩენს ეჭვებს, რომ ეს გრანტი გამოიყო იმ მიზნით, რომ ენჯეოს ამ თანამშრომლებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დაეფინანსებინათ.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ღონისძიება სრულად ფინანსდება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" (DIPD) მიერ დანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით. უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაა“, - ნათქვამია განცხადებაში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს