ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ხარკოვთან ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდ სირსკი ხარკოვთან ფრონტის ხაზთან მივიდნენ.

„პატივია დღეს აქ ვიყო და მივულოცო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე და მივანიჭო მათ სახელმწიფო ჯილდო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და გმირული ოპერაციებისთვის. თავის გამოსვლაში მან ხარკოვის მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე რთულად დაასახელა.

„მთელი ქვეყანა თქვენს იმედზეა. ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ და სირსკიმ ადგილზე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს სპეციალური ოპერაციების ძალების სტრატეგიული განვითარების, ასევე შესრულებული და დაგეგმილი ამოცანების შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება