თეთრიწყაროს მერია - მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ახლად რეაბილიტირებული ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

აღნიშნული შენობის სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომით დაიწყო და ამ ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა შიდა სივრცეები, მოეწყო სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს