თეთრი სახლი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ჯო ბაიდენის გეგმას აქვეყნებს

თეთრი სახლი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ ჯო ბაიდენის გეგმას აქვეყნებს.

„პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ არავინ, არც პრეზიდენტი და არც უზენაესი სასამართლო, კანონზე მაღლა არ დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენის გეგმა სულ სამ რეფორმას მოიცავს, რომელთაგან პირველი, შესწორება სახელწოდებით „კანონზე მაღლა არავინ დგას“ აცხადებს, რომ კონსტიტუცია ფედერალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, სასამართლო პროცესისგან ან სასჯელისგან იმუნიტეტს არ ითვალისწინებს.

მეორე რეფორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვას გულისხმობს. ბაიდენის წინადადების თანახმად, პრეზიდენტი მოსამართლეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დანიშნავს, რომელიც უზენაეს სასამართლოში 18 წლით იმსახურებს.

მესამე რეფორმა უზენაესი სასამართლოსთვის ქცევის სავალდებულო კოდექსს წარმოადგენს.

წესები, რომლებიც კონგრესმა უნდა მიიღოს, მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა მიღებული საჩუქრები გაასაჯაროონ და საჯარო პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. ჯო ბაიდენი თვლის, რომ ქცევის სავალდებულო კოდექსი, რომელიც ყველა სხვა ფედერალურ მოსამართლეზე ვრცელდება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც უნდა გავრცელდეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება