საია - მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები

მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.

“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა 2024 წლის 12 ივლისიდან მიმდინარეობს და მასში, პროფესიული კავშირის “ევოუნიონის” მიხედვით, 4600-ზე მეტი დასაქმებული მონაწილეობს.

კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.

მოვუწოდებთ:

„შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” , აქტიურად ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით;

შრომის ინსპექციას, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე.

გაფიცვის უფლების განხორციელბისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება