ენტონი ბლინკენი - შეშფოთებულები ვართ, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს

შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ ვენესუელას საარჩევნო კომისიის განცხადება ვნახეთ. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ გამოცხადებული შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებასა და მათ მიერ მიცემულ ხმებს არ ასახავს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს.

შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია