აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს.

თავდაცვის პაკეტები HIMARS, NASAMS და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის RIM-7-ის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებსა და 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს მოიცავს.

პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ აშშ 50-მდე პარტნიორთან და მოკავშირესთან მუშაობას გააგრძელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება