კირ სტარმერი საუთპორტში თავდასხმაზე - მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია

მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია, - საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი განცხადებას ავრცელებს.

„დღევანდელი მოვლენები მართლაც შემზარავია და ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია იმით, რაც მათ ნახეს და მოისმინეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

კირ სტარმერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების მეგობრებსა და ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, დღეს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავში გარდაიცვალა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ. პოლიციამ 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი უკვე დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს