პრემიერი - თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, გარანტიას ვიძლევი, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი

ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია; მინდა, გარანტია მივცე ყველას, რომ თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.

„თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება