ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა. როგორც BBC წერს, კარაკასსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება