ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქუანგნინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.

დაღუპულები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „ვინაკომინის“ თანამშრომლები არიან.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება