იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და შიდა ქართლში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ტერიტორიაზე, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარედ განთავსებული იყო თხმელის (მურყანის) სახეობის 4 ერთეული დაუფინიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მეურნეობაში გამოვლენილი არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) დალუქეს.

დეპარტამენტის განმარტებითვე, ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება