ვენესუელა ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნის დიპლომატების მისი ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს

„შიდა საქმეებში ჩარევის“ გამო, ვენესუელა ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნის დიპლომატების მისი ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან ჟილი ავრცელებს.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენესუელა არგენტინიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, კოსტა-რიკიდან, პანამიდან, პერუდან, ურუგვაიდან და ჩილედან დიპლომატებს უკან იწვევს და ამ ქვეყნების დიპლომატების მისი ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

ვენესუელის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული სახელმწიფოების განცხადებები ვენესუელის „შიდა საქმეებში ჩარევას“ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. ვენესუელის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ძალები და აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს