უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების საკითხი რუს და სლოვაკ კოლეგებთან განიხილა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების საკითხი რუს და სლოვაკ კოლეგებთან განიხილა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტი ნავთობის მიწოდების აღსადგენად მუშაობას აგრძელებს.

„ამიტომ, დღეს დილით, მე ჩემს რუს და სლოვაკ კოლეგებს, სერგეი ლავროვსა და იურაი ბლანარს ტელეფონით ვესაუბრე“, - წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში ან იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ეხებოდა. ივნისში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები გააფართოვა და სიას ტრანზიტის აკრძალვაც დაამატა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება