ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო.

ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება