„არქი“ უკვე რუსთავშია - „არქიმ“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი წარადგინა

29 ივლისს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ საზოგადოებას ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რუსთავი“ წარუდგინა, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, თანამედროვე ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. პროექტის წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, ქალაქ რუსთავის მერიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი. ღონისძიება კაფსულის ჩაგდების სიმბოლური ცერემონიალით დასრულდა.

„ქალაქ რუსთავის განვითარებამ დაგვანახა დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა დაგვეწყო ისეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობა, როგორიც „არქი რუსთავია“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი თავისი გამწვანებით, ინფრასტრუქტურითა და ექსტერიერით“,- არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

„არქი რუსთავი“ მასშტაბური კომპლექსია, რომლის პირველი საცხოვრებელი სახლი 10 სართულსა და 168 ბინას მოიცავს. კომპლექსი ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“ შენდება. არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, აგრარული ბაზარი. მდებარეობას მოსახერხებელს ხდის ისიც, რომ კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც რუსთავში, ისე თბილისის მიმართულებით.

„ძალიან გვიხარია, რომ რუსთავის მიმართ ინტერესი იზრდება და ჩვენს ქალაქში მშენებლობას იწყებს ისეთი კომპანია, როგორიც არქია. ინტერესის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ მერიის გუნდი აქტიურად მუშაობს ქალაქის განვითარებაზე და გვჯერა, მალე რუსთავი ევროპული დონის ქალაქი იქნება. რუსთავის მერიის გუნდი წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ არქის“, - რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

საცხოვრებელ კომპლექსში „არქი რუსთავი“ წარმოდგენილი იქნება ბინების მრავალფეროვანი არჩევანი. კომპლექსი 10 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრეს მოიცავს, რაც სიმწვანეში ცხოვრების შესაძლებლობაა. გამწვანებულ სივრცეში განთავსებული იქნება საბავშვო გასართობი ზონები, სავარჯიშო სივრცეები და სპორტული მოედნები. „არქი რუსთავის“ კომერციულ სივრცეებში კი განთავსდება არქელებისთვის ყოველდღიურად საჭირო სხვადასხვა ობიექტი.

„არქის და ჩვენი პარტნიორობა მრავალი წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ ერთად და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ ბევრ ისეთ მასშტაბურ, განსაკუთრებულ პროექტზე ვითანამშრომლებთ, როგორიც არქი რუსთავია.“ - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

კომპლექსი „არქი რუსთავი“, როგორც არქის ყველა პროექტი, უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება: გერმანულ ბრენდ YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული სახლი უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას, შენობის გასათბობად თუ გასაგრიებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება და კომუნალური ხარჯები მცირდება; უმარლესი ხარისხის HPL პანელები და მიუნხენური ლესვა. არქი რუსთავი გამორჩეული იქნება როგორც მაღალი ხარისხითა და ინფრასტრუქტურით, ისე დახვეწილი ექსტერიერით.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან