რატი ბრეგაძე - სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა

სუს-მა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა - როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებონ და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები გამოძიებას,- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

მისივე თქმით, ოპონენტებმა უნდა გაითავისონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და შესაბამისად, პოლიტიკა უნდა იყოს მოქცეული სამართლის ფარგლებში.

„როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, კეთილი უნდა ინებონ და ყველამ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხები გამოძიებას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მრავალჯერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას ის, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და წარმატებით შეძლო საზოგადოებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით გაართმევს თავს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება