გიორგი ბარამიძე - საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში

საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიოთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„ივანიშვილის მოღალატურმა რეჟიმმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს. სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის, თუ ჩვენ ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის გადარჩევა და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას. განაახლოს ურთიერთობები აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც, ისარგებლოს იმ საშუალებებით, რომელიც ასევე არის გათვალისწინებული კონგრესის კანონში და მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირთან კი დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას საქართველოში და წინ ეღობება ქართველი ხალხის იმ მიზნებსა და მისწრაფებებს, რასაც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება