რატი ბრეგაძე - ჩვენ გვაქვს ამ ადამიანებთან საქმე, რომლებიც მოქმედებენ მიზანმიმართულად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილია „ლელო“

ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც თანხებს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე სურთ უსამართლოდ გამდიდრება,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ერთი კვირაც არ დასჭირდება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველა ხედავს იმას, თუ როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა ძალას წარმოადგენს, მე მგონი საიდუმლო არავისთვისაა და პრემიერის განცხადება, რა თქმა უნდა, გულისხმობდა იმ არჩევანს, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე. ყველას კარგად მოგვეხსენება ეს რა არჩევანი არის - ეს არის არჩევანი, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ მოძრაობას შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებდა, ყველას კარგად მოეხსენება, დაწყებული ადამიანის წამებიდან, გაგრძელებული სახელმწიფოს ტერორიზებით, რომელსაც ეს ადამიანები აგრძელებენ მათ შორის ახლაც. ჩვენ ყველა ვხედავთ იმას, თუ როგორ ცდილობდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას და მე ამ სიტყვას არ ვერიდები - დაწყებული, იგივე, სააკაშვილის შემთხვევიდან, როდესაც მათ პირდაპირ გადაიხადეს მილიონ დოლარზე მეტი და ეს არის დოკუმენტირებული, მათ შორის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, თუ როგორ იხდიდნენ ფულს იმაში, რომ შეემუშავებინათ სტრატეგია, რომ როგორმე კონგრესს დაესანქცირებინა საქართველო. ჩვენ გვაქვს ამ ადამიანებთან საქმე, რომლებიც მოქმედებენ მიზანმიმართულად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილია „ლელო“ და ყველამ იხილა, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსგან ითხოვდნენ ბიუჯეტის მეოთხედს იმისთვის, რომ გამოეწვიათ ეკონომიკური კოლაფსი და ამ დონეზე არ აინტერესებდათ საკუთარი მოსახლეობის ინტერესები. როგორ შეიძლება - თუკი ადამიანს გაქვს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი და გულწრფელად გინდა ემსახურო სახელმწიფოს, როგორ შეიძლება, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს ბიუჯეტის მეოთხედი. ეს იქნებ რამენაირად დაასაბუთონ, წარმოუდგენელია ხომ? შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც თანხებს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე სურთ უსამართლოდ გამდიდრება. ეს ყველაფერი უკვე დამტკიცდა და სიმართლე ამასთან დაკავშირებით არბიტრაჟმა თქვა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება