ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ირანის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ანტონიო გუტერეშმა მასუდ პეზეშკიანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ გაერო ირანს მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მიღწევის საქმეში მხარს დაუჭერს.

ასევე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რეგიონში ირანის როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ირანს რეგიონული კრიზისების მოგვარებისას დახმარებისკენ და ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა, რომლებმაც შეიძლება რეგიონსა და მთელ მსოფლიოს საფრთხე შეუქმნან.

ცნობისთვის, დღეს, მასუდ პეზეშკიანი პარლამენტის სესიის წინ ფიცს ოფიციალურად დადებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება