პეტრე ცისკარიშვილი - ამ მთავრობას აღარ აქვს რესურსი, შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან აღადგინოს ურთიერთობები და პარტნიორულ სტრატეგიულ კავშირებზე გადავიდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სენატში საქართველოს საკითხის განხილვა აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, აშშ-სთან და დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს. როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ახლა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა, რომლებმაც მისი თქმით, უნდა შეცვალონ ხელისუფლება და აშშ-თან, ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს.

„სენატში განხილვები ერთ მთავარ ამბავს გვეუბნება, რომ სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან ამ მთავრობას აღარ აქვს რესურსი, აღადგინოს ურთიერთობები და პარტნიორულ სტრატეგიულ კავშირებზე გადავიდეს, რადგან მათთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თავს ესხმიან, საჯაროდ აკრიტიკებენ, ლანძღავენ როგორც ევროპულ მთავრობებს და ბრიუსელს, ასევე ვაშინგტონს და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, ისინი გვეუბნებიან - არ მოტყუვდეთ, „ქართულ ოცნებას“ ჩვენთან კარგი ურთიერთობის ქონის რესურსი უბრალოდ აღარ აქვს, რადგან ესენი როდესაც გამოდიან ამ ლანძღვა-შეტევების შემდეგ, ამბობენ, რომ ჩვენ 2030-ში მაინც შევალთ ევროკავშირში. ხალხო, ამ ტყუილის არ დაიჯეროთ. ამას გვეუბნება ყველა ის ინიციატივა, კანონმდებლობა, რომელსაც მათ შორის იღებენ ვაშინგტონშიც. მეორეს მხრივ, მათი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ არის განსხვავებული, რადგან მათ იციან ჩვენი მისწრაფება, იციან, რა არის ჩვენი ისტორიული და პრინციპული მისია, რომ ეს არის ევროატლანტიკურ სივრცეში სრულუფლებიანი წევრობა და აქედან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოს ყოველთვის დაეხმარებიან. ჯერი ჩვენზეა, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია. 26 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული კოალიციური მთავრობით და აღვადგენთ იმ ურთიერთობას, რაც აშშ-თან და ევროკავშირთან გვქონდა“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება