პეტრე ცისკარიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები და კოლეგები“ არიან რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი - აი, ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ირანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ „ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც“.

მისივე თქმით, თუ 26 ოქტომბერს ხელისუფლება არ შეიცვლება, ევროპიდან მომდინარე ყველა სარგებელს დავკარგავთ.

„ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის ამ გავლენის სფეროს ბანაკის ერთ-ერთი წევრია საქართველოც და ამ ბანაკის სხვა წევრ ქვეყნებში ინაუგურაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიება, აუცილებლად ჩადის და ესწრება. სამწუხაროდ, ჩვენი „მეგობრები და კოლეგები“ ამ ერთობლიობაში, არიან ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, ირანი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. აი, ამ სამწუხარო ბანაკში ამოყო თავი საქართველომ და ეს სიტუაცია თუ არ შევცვალეთ ჩვენ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო გაღრმავდება და გაუარესდება. ევროპისგან ჩვენ რაც გვაქვს ახლა ბენეფისები - თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა, ესეც ჩაბარდება ისტორიას აუცილებლად, თუ აქ, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრიდან, რეალობა არ შეცვალა,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს