ლაშა ბაქრაძე - ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასევე ვხედავთ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს

„ერთიანობის ახალგაზრდული ბანაკი" ბაკურიანში დებატების ფინალურ შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ ავრცელებს.

„ერთიანობის“ ლიდერის ლაშა ბაქრაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია ახალგაზრდებისგან განსხვავებული აზრის მოსმენა.

„ახალგაზრდებთან ურთიერთობა, პოლიტიკისგან დამოუკიდებლადაც რის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია, როგორც მასწავლებელს უნივერსიტეტში, ამიტომაც აქაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენი შეხვედრა.

მოვისმინეთ განსხვავებული აზრი, ასე უკეთესად შეგვიძლია დავინახოთ თუ რა განწყობებია საზოგადოებაში, იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ინფორმაცია ოჯახებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ, ბანაკი მართლაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და საინტერესოა. ასევე, ვხედავთ ახალგაზრდების შემართებას, რათა დიდი გარდატეხა მოხდეს 26 ოქტომბერს.”- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება