ლაშა დიაროვი - ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის ერთიანობა, ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის გამარჯვება, წინსვლა

ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც თვეების განმავლობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ რუსთაველზე იბრძოდნენ, - ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა დიაროვმა განაცხადა.

დიაროვის თქმით, დღის ბოლოს “ერთიანობის ბანაკის” მონაწილეებიდან “დებატების ჩემპიონატის” გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.

„რამდენიმე თვეა, რაც დებატების ჩემპიონატი გვაქვს, სადაც ასობით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. აქ ვმართავთ დასკვნით ნაწილს, ფინალურ ეტაპს, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დავაჯილდოებთ. ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის ერთიანობა, ამ ახალგაზრდების მოტივაცია არის გამარჯვება, წინსვლა. ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც თვეების განმავლობაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ რუსთაველზე. ამ ხალხთან ერთად აუცილებლად რუსულ რეჟიმს შევცვლით”,- განაცხადა დიაროვმა.

ინფორმაციას პლატფორმა “ერთიანობა” ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება