„საქართველოს ბანკი“ გორში რეგიონული ბიზნესის გაციფრულების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

ფინანსური ინსტიტუტი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან ერთად, პროექტ Go Digital-ს ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტი რეგიონული ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში სასტუმრო, სარესტორნო ან საცალო გაყიდვების ბიზნესებს ონლაინ სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.

ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის პრეზენტაცია გორში, 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო გორი ინნ-ში შედგება. შეხვედრაზე რეგიონულ ბიზნესები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების გაციფრულება, ონლაინ მართვის სისტემების დანერგვა და ფინანსური პროცესების მოწესრიგება.

„ინფორმაციისთვის, პროექტში ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესები უფასოდ სარგებლობენ: რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის Kovzy-ის მომსახურებით; ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის B2C.ge-ის მომსახურებით; სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის Ehotelspace.com-ის მომსახურებით; მარაგების მართვისთვის Optimo-ს მომსახურებით.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილეები სარგებლობენ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე: ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾; ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾; ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესებს შეუძლიათ. სამიზნე რეგიონების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

თუ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ პროგრამაში, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია გორში ღონისძიებაზე დასასწრებად. იმისათვის კი, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და ციფრული ტერმინალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა