სალომე ქუხილავა - ამ ბანაკმა ცალსახად მოგვცა იმის საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა იმ კამპანიებთან დაკავშირებით, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განხორციელდეს მომავალში

ახალგაზრდების როლი და წილი ძალიან მნიშვნელოვანია - „ერთიანობის ბანაკმა“ ცალსახად მოგვცა იმის საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა იმ კამპანიებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მომავალში განხორციელდეს,- ამის შესახებ „ერთიანობის ბანაკის“ მონაწილემ სალომე ქუხილავამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ახალგაზრდებს ეხმარება, მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და ყველა იმ მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხი, რაც მათ აქვთ.

„უპირველესად, აღვნიშნავ იმას, რომ მსგავსი შეხვედრები და მსგავსი ბანაკები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ჩართულობისთვის. ამ კონკრეტულ სიტუაციაში პოლიტიკური ჩართვა ხდება ჩვენი მხრიდან და მოგეხსნებათ, რომ ახალგაზრდების როლი და წილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბანაკმა ცალსახად მოგვცა იმის საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა იმ კამპანიებთან დაკავშირებით, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განხორციელდეს მომავალში და რაც საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ქუხილავამ.

მის კომენტარს პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება