ლოიდ ოსტინი - მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრ აქტივობას ვხედავთ, შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციის სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაზრდის შესაძლებლობით, მე არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სურს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს.

შეგახსენებთ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა შაბათს გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს