მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის მოვლენები, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება - ამ მომენტიდან საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს

უკრაინის მოვლენები ალბათ ძალიან მალე დამთავრდება - ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს , - ეს პოზიცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამოხატა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება ზედმიწევნით ზუსტი და რელევანტურია.

"ვინც არსებულ მდგომარეობას და საქართველოსთან დაკავშირებით განწყობების ცვალებადობას საღად განსჯის, ნათელი იქნება, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი, განმაპირობებელი ფაქტორია საქართველოს მიმართ შეცვლილი, გაურესებული რიტორიკისა, რაც ცალკეული პარტნიორი სახელწმიფოთა პოლიტიკოსებისა და დაწესებულებების მხრიდან გვესმის.

გამომდინარე აქედან, რა წამს მოისპობა მიზეზი, რის გამოც ნეგატიური შთაბეჭდილებების დამკვიდრების მცდელობებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველა პროცესს ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი