მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში, უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობისთვის პრიორიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივან, პიტერ სტარაისთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბარნა პალ ჟიგმონდისთან, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბალაშ მოლნერთან და ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან ბაგლარკა ბოიასთან“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს