ისრაელმა ბეირუთი დაბომბა - თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური წარმოადგენდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ავრცელებენ.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაჰიეჰის უბანში აფეთქებები გაისმა. როგორც მედია წერს, აღნიშნული უბანი ცნობილია, როგორც “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ ბეირუთი დაბომბეს. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური, წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელია გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო დარტყმასა და ისრაელის წინააღმდეგ სხვა დარტყმებზე.

კერძოდ, ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური, ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას უსროსი მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული.

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “წითელი ხაზი გადაკვეთა”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს