ვედანტ პატელი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ აშშ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დღეს, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.

"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს", - აღნიშნა პატელმა, რომლის კომენტარსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ეს პასუხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა.

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ. მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა ორგანიზაციების 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ