სოფელ გლდანში ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგებას ასრულებს.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, სოფელ გლდანში, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

„სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ჯამში, 3000 კვ. მეტრამდე ფართობი წესრიგდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 538 000 ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს, ყაზბეგის ქუჩაზე 721 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო. სამუშაოებისთვის 167 500 ლარი დაიხარჯა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება