სს „საქართველოს კლინიკების“ ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია.

საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისაა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და გაიარა 7 თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი.

ივლისის თვეში მააკრედიტირებლის მიერ ჩატარდა შემოწმება და ქსელში შემავალმა 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო, რაც თავის მხრივ გულისხმობს პაციენტებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. მააკრედიტირებლის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს 6 საერთაშორისო კატეგორიის დანერგვის პროცესი, კერძოდ თანამშრომელზე ორიენტაცია, პაციენტზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელმძღვანელობა და მართვა.

ქსელის მასშტაბით, თითოეული ჰოსპიტლის ჭრილში შეიქმნა 300-ზე მეტი სამედიცინო პროტოკოლი/სოპი, განახლდა 50-ზე მეტი პროცესი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ინფრასტრუქტურა. დაიწყო პროცესების გაციფრულება, შემუშავებული იქნა პაციენტთა კმაყოფილების შეფასებისა და მუდმივი მონიტორინგის სისტემა, დაინერგა ხარისხის ინდიკატორები, მოხდა რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების პროტოკოლის იმპლემენტაცია. მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარდა 50-მდე ტრენინგი და სიმულაცია.

KTQ-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატი დასტურია იმისა, რომ ქსელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტზე ორიენტირებული გარემო და მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

KTQ წარმოადგენს გერმანულ კომპანიას, რომელიც აღნიშნულ სფეროში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტის დანერგვას.

საქართველოს კლინიკები მომავალშიც უწყვეტად გააგრძელებს, როგორც აკრედიტაციის პროცესში მიღებული ცოდნის ხარისხის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ასევე დანერგილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვას, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს კომპანიას მთავარ მიზანთან, გააუმჯობესოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო