GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა. ინფორმაციას GITA ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი CSI, რომელმაც პროდუქტის განვითარებისთვის, GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების სერვისი. სისტემა აერთიანებს ხმოვან ასისტენტს, მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებასა და ოთახის კონტროლის მოდულებს.

„ჰაკათონის მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონი განკუთვნილი იყო 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

პროექტის მონაწილეებმა, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნეს ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროექტის მსვლელობისას ესარგებლათ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში.

პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა ასევე გამოავლინეს რჩეული გუნდები, რომელთაც მათთან თანამშრომლობისა და პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობა ექნებათ. რჩეულ იდეებს შორის იყო ციფრული კონსიერჟი სასტუმროებისთვის, სასტუმროს თანამშრომლების onboarding-ის და გადამზადების ჭკვიანი პლატფორმა, სასტუმროების ინდუსტრიის კვალიფიკაციური კადრებით მომარაგების სისტემა.

პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს