მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 376 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი უკრაინის მოქალაქეა

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით (აპრილი, მაისი, ივნისი), საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 376 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 64 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ასევე, ირანის 55; თურქეთის 47; ინდოეთის 40; პაკისტანის 33; ეგვიპტის 22; ბელორუსის 14; რუსეთის 11; იორდანიის 10; სირიის 9 მოქალაქე.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, ბოლო სამ თვეში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის მხოლოდ 2-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1 უკრაინის, ხოლო მეორე დაუდგენელი მოქალაქეობისაა. ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს მიენიჭა - 1 ირანის, 1 კი სირიის მოქალაქეა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 330 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 76 ინდოეთის მოქალაქეა, 62 თურქეთის, 57 ირანის, 23 პაკისტანის, 13-13 ეგვიპტის და ერაყის; 12 ნიგერიის, 11-11 რუსეთისა და ბანგლადეშის.

ასევე, მეორე კვარტლის მონაცემებით, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იყო უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის 23; ეგვიპტის 7; ირანის 6; თურქეთი 5; ჩინეთის 4; ნიგერიისა და ინდოეთის 3-3 მოქალაქე; პაკისტანის და ალჟირის 2-2; ხოლო რუსეთის, სომხეთის, ერაყის, ბანგლადეშის, კამერონის 1-1 მოქალაქე.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო