მიხეილ დაუშვილი - ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა

ის რაც ვიხილეთ, მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა! - ეს ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნას, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს" ისმოდა.

დაუშვილის შეფასებით, ტრაგედიაა არა ირანში ჩასვლა, არამედ ქვეყნის მეგობრების მტრებად გამოცხადება.

"ირაკლი კობახიძემ ყველაზე ახლო მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი დამცველი არიან, მტრად გამოგვიცხადა. მტრებად ასეთ ქვეყნებს გვიცხადებენ! ის, რაც ვიხილეთ მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა.

ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ესაა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ახლოს დგომა და მათთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება ინტერესთა დაბალანსება და არა ის, რასაც დღეს "ქართული ოცნება" აკეთებს, რომელიც ყველა ნამდვილ მეგობართან გვაშორებს.

სტაბილურობას "ოცნება" ვერ უზრუნველყოფს - მას ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენი სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება