ირანის პრეზიდენტი - ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ

ირანი ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ, - ასე ეხმაურება ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვას.

„ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და თავმოყვარეობას დაიცავს და ტერორისტ ოკუპანტებს აიძულებს, რომ თავიანთი მხდალი საქციელი ინანონ“, - აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.

შეგახსენებთ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და მას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება