საია - სასამართლოში დავა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელი. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, ასევე მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა და განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

გადაწყვეტილების თანახმად, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. საბოლოოდ კი, განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება (გათავისუფლების ბრძანება) ცნო ბათილად, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს