ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, ევროკავშირის სახელმწიფოებს სურდათ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, ერთობლივი განცხადება გაევრცელებინათ, თუმცა უნგრეთმა ან ნაბიჯს ვეტო დაადო.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა.

„მონაცემები, რომელიც (ვენესუელის) ოპოზიციამ საზოგადოებას მიაწოდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს ასახავს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. ვენესუელაში ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვენესუელის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ძალები და აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფრანგული მედიაკომპანია RFI-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი