ვახტანგ ცინცაძე - 2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა

2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ექსპორტის, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ივნისში ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს - 580 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა.

მისი თქმით, ასევე პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით.

„ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 2024 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც ასევე მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, და შესაბამისად პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდასა და ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცერლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება