თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, პირველად ისტორიაში, დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს - მომავალი წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა.

„რამდენიმე კვირის წინ, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაკორექტირდა და პირველად, რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ დაახლოებით მომავალი წლისთვის, ჩვენ ვგეგმავთ მილიარდიან ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის და რა თქმა უნდა, კორექტირებული ბიუჯეტის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმება, არაერთი მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ჩვენ პროპორციულად ვზრდით ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 764 700 200 ლარის მოცულობის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდათ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს - 2 მლნ ლარით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით.

გაიზარდა მუნიციპალიტეტების კაპიტალური ტრანსფერი - 23 293 900 ლარით და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტრანსფერის მოცულობა - 11 793 600 ლარით. გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 38 146 500 ლარით გაიზარდა. ხოლო საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა 40 მლნ ლარით იზრდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების ფაქტობრივმა შესრულებამ 293 093,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 110,3 პროცენტია. საშემოსავლო გადასახადის ფაქტობრივმა შესრულებამ კი 286 777,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 112,5 პროცენტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება