ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს - ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! - მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! - გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის!

ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! - მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის! - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი უპასუხისმგებლობით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქვეყანას წლები დააკარგვინა.

"როგორც საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მამუკა ხაზარაძე ხანდაზმული თაღლითია, ეს უფრო მეტად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გაამყარა.

ხაზარაძეს რამდენიმე მილიონი ლარი ჰქონდა დახარჯული და ამაში სახელმწიფოს მილიარდნახევარ დოლარს - ბიუჯეტის 25%-ს სთხოვდა.

იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს და თქვას, რომ შეცდომაში იყო შესული, ამბობს: - რომ მომეგო მილიარდნახევარზე უარს ვიტყოდიო. ამის ალბათ მხოლოდ ვაშაძეს, "ხაბეს" და ხუხაშვილს სჯერა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება