ნათია მეზვრიშვილი - დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს

დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ“.

მეზვრიშვილის თქმითვე, ქოლ-ცენტრების სქემის განხორციელება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო.

„კონგრესმენების წერილი ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება, მხოლოდ და მხოლოდ, „ოცნების“ ინტერესშია, რათა საზოგადოება „ნაცმოძრაობის“ ილუზორული დაბრუნებით შეაშინოს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემის განხორციელება შეუძლებელია „ოცნების“ და კონკრეტულად კი, სამართალდამცავების მფარველობის და მხარდაჭერის გარეშე. „ოცნება“ ამ შავ ფულს, ივანიშვილის შავ ფულთან ერთად, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ტროლ-ბოტების და ე.წ. ექსპერტების დასაფინანსებლად და ანტი-დასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად აქტიურად იყენებს. სიმართლის დასადგენად ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მოვითხოვეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

დღეს უკვე კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ს ადმინისტრაციას ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ და ამბობენ, რომ ამ გზით მიღებული შავი ფული „ოცნების“ მხარდასაჭერად გამოიყენება.

დღეს კიდევ უფრო ნათელია, რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ ქოლ-ცენტრის სქემის გამოძიებაზე. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები კორუფციის, პოლიტიკაში შავი ფულის და ოლიგარქების დამარცხების არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ხმას იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც არც ოლიგარქი ჰყავს და არც კორუფციით ფინანსდება. გავიმარჯვებთ ოლიგარქებისგან და კორუფციისგან თავისუფალი საქართველოსთვის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს